ფული
From Wikipedia, the free encyclopedia
ფული — ფული საქონელბრუნვის საშუალება. ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.
ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად, ანუ სიტყვის წარმოქმნის ასპექტით, დაკავშირებულია ბიზანტიურ ფოლისთან – სპილენძის სამონეტო ერთეულთან. ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.