ქართლის აჯანყება
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართლის აჯანყება 1742-1745 — ქართლის მოსახლეობის ბრძოლა სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ. გამოიწვია მძიმე გადასახადმა (დაახლოებით ახლანდელი 6 ათასი ტ პური), რომელიც ნადირ-შაჰმა ქართლის მოსახლეობას დააკისრა (მანამდე შაჰმა ქართლს დაახლოებით 9 ათასი ტ პური წაართვა, ნაცვლად შეწერილი დაახლოებით 1800 ტ). მოსახლეობას აუტანელ ტვირთად აწვა ყიზილბაშური ხარკი („მალუჯათი“), ჯარის სავალდებულო შენახვა („ნუქერი“), სპარსეთის ჯარისათვის „სურსათის“ გადასახადი და ა. შ. აჯანყება დამთავრდა. მიუხედავად აჯანყების დამარცხებისა, ნადირ-შაჰი იძულებული გახდა ქართლში ქრისტიანი მეფე დაენიშნა და ქართლის სამეფოსთვის გარკვეული შეღავათი მიეცა.