შარლ IX (საფრანგეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ IX იგივე შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა (ფრანგ. Charles-Maximilien de Valois; დ. 27 ივნისი 1550, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი — გ. 30 მაისი 1574, ვენსენი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის შუათანა ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1550-1560 წლებში და საფრანგეთის მეფე 1560-1574 წლებში. ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ფრანსუა II-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ.
შარლ IX | |
---|---|
Charles IX | |
საფრანგეთის 27-ე მეფე | |
კორონაცია: | 15 მაისი 1561 |
მმართ. დასაწყისი: | 5 დეკემბერი 1560 |
მმართ. დასასრული: | 30 მაისი 1574 |
წინამორბედი: | ფრანსუა II |
მემკვიდრე: | ანრი III ვალუა |
ორლეანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ოქტომბერი 1550 |
მმართ. დასასრული: | 5 დეკემბერი 1560 |
წინამორბედი: | შარლ II ვალუა |
მემკვიდრე: | ანრი III ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ივნისი 1550 |
დაბ. ადგილი: | სენ-ჟერ-მენ-ან-ლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 30 მაისი 1574 |
გარდ. ადგილი: | ვენსენი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
შვილები: |
მარი ელიზაბეტი შარლი, ანგულემის ჰერცოგი (უკანონო) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II ვალუა |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მისი მცირეწლოვანების გამო დროებით საფრანგეთს რეგენტი, ეკატერინე მედიჩი მართავდა, რომლის შეუწყნარებელი პოლიტიკის გამო 1562 წელს საფრანგეთში კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის რელიგიური ომი დაიწყო. 1572 წელს შარლმა მშვიდობის დამყარების მიზნით თავისი უმცროსი და, პრინცესა მარგარიტა მიათხოვა ჰუგენოტების ლიდერსა და ამავდროულად ნავარის მეფე ანრი დე ბურბონს. მათ ქორწილში დედოფალმა ეკატერინემ მოაწყო ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომელიც ისტორიაში წმინდა ბართლომეს ღამის სახელით შევიდა. ამის საპასუხოდ ჰუგენოტებმა კვლავ განაახლეს რელიგიური ომები. შარლმა სცადა ჰუგენოტების გამაგრებული ქალაქის ლა-როშელის აღება, თუმცა ამაოდ. იგი ასევე აპირებდა ესპანეთთან ომის წამოწყებას.
მისი გადაწყვეტილებების უმეტესობაზე გავლენას დედამისი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი ახდენდა, რომელიც სასტიკად დევნიდა ჰუგენოტებს და აღვივებდა ქვეყნის შიგნით დაძაბულობას.
1574 წელს შარლი კანონიერი ვაჟი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ამიტომაც საფრანგეთის მეფე მისი უმცროსი ძმა ანრი III გახდა.