შაქარი
From Wikipedia, the free encyclopedia
შაქარი (ბერძ. σάκχαρον < ძვ. ინდ. शर्करः [śarkaraḥ] — „ქვიშა“) — შაქრის ჭარხლის ან შაქრის ლერწმისგან მიღებული ტკბილი საკვები პროდუქტი. კალორიულობა 100 გრამ შაქარში 1,68 მეგაჯოული (დაახლოებით 400 კკალ). აწარმოებენ თეთრ კრისტალურ შაქარს (შაქრის ფხვნილი) და რაფინირებულ შაქარს (კენჭი შაქარი, რაფინირებული ფხვნილი, პუდრი). პირდაპირი გამოყენების გარდა იხმარება საკონდიტრო, პურის, საკონსერვო, ღვინისა და სხვა სახის წარმოებაში.