შიდსი
From Wikipedia, the free encyclopedia
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) — მდგომარეობა, რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Human Immunodeficiency Virus) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.
სწრაფი ფაქტები შიდსი, დარგი ...
შიდსი | |
---|---|
წითელი ლენტი არის შიდსით დაავადებულთა სოლიდარობის სიმბოლო | |
დარგი | infectious diseases |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 5938 |
ICD-10 | B24. |
ICD-9 | 042 |
MedlinePlus | 000594 |
eMedicine | eMedicine: emerg/253 |
Patient UK | შიდსი |
დახურვა
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.