ჩრდილოეთი ტერიტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი ტერიტორია (ინგლ. Northern Territory) — ავსტრალიის ტერიტორიული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. 1863 წელს ანექსირებულ იქნა სამხრეთ ავსტრალიის მიერ. 1911-დან გადავიდა ავსტრალიის მთავრობის მმართველობის ქვეშ. 1978 წელს მიენიჭა თვითმმართველობა. მისი სტატუსი ცოტა უფრო დაბალია ვიდრე შტატისა. ესაზღვრება შტატებს: დასავლეთ ავსტრალიას დასავლეთიდან (129-ე აღმოსავლეთ მერიდიანზე), სამხრეთ ავსტრალიას სამხრეთიდან (26-ე სამხრეთ პარალელზე) და კუინზლენდს აღმოსავლეთიდან (138-ე აღმოსავლეთ მერიდიანზე).
- ფართობი — 1 349 129 კმ²;
- მოსახლეობა — 211 945 ადამიანი (2011);
- ქალაქები (ათ.) — დარვინი (117), დაარსების წელი — 1869, დაანგრია ციკლონმა ტრეისიმ 1974 წელს, აღდგენილ იქნა 1979 წელს; ალის-სპრინგსი.
| |||
დევიზი: | |||
მეტსახელი: „ტერიტორია“ | |||
დედაქალაქი | დარვინი | ||
ფართობი * საერთო * ხმელეთი * წყალი |
1 420 970 კმ² (მე-3 ადგილი) 1 349 129 კმ² 71 839 კმ² (5,06%) | ||
მოსახლეობა (2011) * რაოდენობა * სიმჭიდროვე |
211 945 (მე-8 ადგილი) 0,16/კმ² (მე-8 ადგილი) | ||
დროის სარტყელი | UTC+09:30 | ||
პარლამენტი * წარმომადგენელთა რაოდენობა * სენატორების რაოდენობა |
2 2 | ||
აბრევიატურა * საფოსტო * ISO 3166-2 |
NT AU-NT | ||
ვებ-გვერდი |
{{{ვებ-გვერდი}}} |
ჩრდილოეთიდან ტერიტორიას ეკვრის ტიმორის ზღვა, არაფურის ზღვა და კარპენტარიის ყურე. მიუხედავად იმისა, რომ შტატს უკავია დიდი ფართობი (1 349 129 კმ², მესამეა ავსტრალიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიალურ ერთეულებს შორის), იგი მეჩხერადაა დასახლებული. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 211 945 ადამიანს[1] (2011), რაც ყველაზე ცოტაა 7 დიდ ავსტრალიის შტატებსა და ტერიტორიებს შორის[2].
ამ ტერიტორიის ავსტრალიელი აბორიგენებით დასახლება დაიწყო 40 ათას წელზე მეტი ხნის წინათ. ვაჭრები კუნძულ სულავესიდან ყიდულობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან ზღვის პროდუქტებს მინიმუმ XVIII საუკუნეში და, დიდი ალბათობით, კიდევ 300 წლით უფრო ადრეც.
ტერიტორიის სანაპირო ევროპელებმა აღმოაჩინეს XVII საუკუნეში. პირველნი ევროპელებიდან, რომლებმაც სცადეს დაეარსებინათ დასახლება სანაპიროზე იყვნენ ბრიტანელები XIX საუკუნეში, მაგრამ 1869 წელს ქალაქ დარვინის დაარსებამდე ვერც ერთი მათგანი წარმატებით ვერ დამთავრდა. დღეისათვის შტატის ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი (კაკადუს ეროვნული პარკი უკიდურეს ჩრდილოეთში და ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკი უნიკალური კლდით — ულურუ ცენტრალურ ავსტრალიაში) და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
დედაქალაქი და შტატის უდიდესი ქალაქი — დარვინი. მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია არა სანაპირო რაიონებში, არამედ სტიუარტის შოსეს გასწვრივ. სხვა მსხვილი დასახლებული პუნქტებია — ალის-სპრინგსი, კატრინი, ნჰულუნბაი, ტენანტ-კრიკი.
ჩრდილოეთ ტერიტორიის მოსახლეობას ხშირად უბრალოდ ეძახიან ტერიტორიელებს (ინგლ. Territorians).