ცუგშპიცე
From Wikipedia, the free encyclopedia
ცუგშპიცე (გერმ. Zugspitze) — გერმანიის უმაღლესი მწვერვალი ვეტერშტაინის ქედზე, ზღვის დონიდან 2962 მ სიმაღლეზე. მდებარეობს გარმიშ-პარტენკირხენიდან სამხრეთით. მის დასავლეთ მწვერვალზე გადის ავსტრიისა და გერმანიის საზღვარი. მთის სამხრეთით მთავრდება ცუგშპიცეს კარსტული პლატო, რომელიც მდიდარია მღვიმეებითა და გამოქვაბულებით. ცუგშპიცეს კალთებზე მდებარეობს სამი მყინვარი, რომელთაგან ორი გერმანიაში უდიდესია: ჩრდილოეთის შნეეფერნერი 30,7 ჰა ფართობით და ჰელენტალფერნერი 24,7 ჰა; გარდა ამისა, სამხრეთის შნეეფერნერი, რომლის ფართობიც 8,4 ჰექტარს შეადგენს. ცუგშპიცეზე პირველი ასვლა განხორციელდა 1820 წელს.
სწრაფი ფაქტები ცუგშპიცე ...
ცუგშპიცე | |
---|---|
ცუგშპიცეს მასივი დასავლეთიდან (მწვერვალი ცუგშპიცე მარცხნივ) | |
კოორდინატები: 47°25′16″ ჩ. გ. 10°59′11″ ა. გ. | |
ქვეყანა | გერმანია ავსტრია |
სიმაღლე | 2962 მ |
ქედი | ვეტერშტაინი |
ასაკი | ტრიასული |
დახურვა