ჰაბსბურგები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაბსბურგები (გერმ. Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო. საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).
გარდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიისა ჰაბსბურგებს შემდეგი სახელმწიფოების ტახტი ეკავათ:
- უნგრეთის: 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
- ჩეხეთის 1306—1307, 1437—1439, 1444—1457, 1526—1618, 1621—1918 წწ;
- ხორვატიის 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
- ესპანეთის 1516—1700 წწ;
- პორტუგალიის 1580—1640;
- ნეაპოლის სამეფოსი 1516—1735 წწ;
- მექსიკის 1864—1867 წწ;
- ტრანსილვანიის 1690—1867 წწ;
- ტოსკანის 1790—1859 წწ;
- პარმის 1814—1847 წწ;
- მოდენის 1814—1859 წწ;
ამას გარდა, არაერთი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა.