ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Hedwig Elisabeth Charlotta von Schleswig-Holstein-Gottorf, შვედ. Hedvig Elisabet Charlotta av Holstein-Gottorp), შემოკლებით შარლოტა (დ. 22 მარტი, 1759 — გ. 20 ივნისი, 1818) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტისა და მისი ცოლის, ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი მითხოვება შვედეთის მეფე გუსტავ III-თვის, თუმცა საბოლოოდ მის ძმას, კარლს შერთეს ცოლად. კარლ XIII ჯერ 1809 წელს შვედეთის, ხოლო 1814 წელს ნორვეგიის მეფე გახდა, რითაც ჰედვიგი დედოფლად იქცა. მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად, მათ ცოცხალი შვილი არ ეყოლათ, რის გამოც კარლმა თავის მემკვიდრედ ფრანგი გენერალი კარლ ბერნადოტი აირჩია.
სწრაფი ფაქტები ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი, შვედეთის დედოფალი ...
ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 ივნისი, 1809 |
მმართ. დასასრული: | 5 თებერვალი, 1818 |
წინამორბედი: | ფრედერიკა ბადენელი |
მემკვიდრე: | დეზიდერია კლარი |
ნორვეგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ნოემბერი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 5 თებერვალი, 1818 |
წინამორბედი: | მარია ფონ ჰესენ-კასელი |
მემკვიდრე: | დეზიდერია კლარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 მარტი, 1759 |
დაბ. ადგილი: | ოტინი, ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 20 ივნისი, 1818, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფო |
მეუღლე: |
კარლ XIII, შვედეთის მეფე (ქ. 1774 - გარდ. 1818) |
შვილები: |
ლუიზა ჰედვიგი კარლ ადოლფი, ვარლანდის ჰერცოგი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი |
დედა: | ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
დახურვა