ჰიდროლიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიდროლიზი (ძვ. ბერძ: hydro- — წყალი, lysis — დაშლა) — ნებისმიერი ქიმიური რეაქცია, რომლის დროსაც წყლის მოლეკულა ერთ ან რამდენიმე ქიმიურ ბმად იყოფა. ტერმინი ფართოდ გამოიყენება მონაცვლეობითი, გამოყოფისა და დანაწევრების რეაქციებისთვის, რომლებშიც წყალი ნუკლეოფილია.
ბიოლოგიური ჰიდროლიზი აღნიშნავს ბიომოლეკულების დაყოფას, სადაც წყლის მოლეკულა გამოიყენება ფართო მოლეკულების ცალკეულ ნაწილებად გაყოფისთვის. როდესაც ნახშირწყლები ჰიდროლიზის მეშვეობით მის შემადგენელ შაქრის მოლეკულებად (მაგალითად, საქაროზა იყოფა გლუკოზად და ფრუქტოზად) იყოფა, ამას საქარიფიკაცია ეწოდება. ზოგადად,ჰიდროლიზი ან საქარიფიკაცია ნივთიერების დეგრადაციის ერთ-ერთი ეტაპია.
ჰიდროლიზის რეაქცია შეიძლება კონდენსირების რეაქციის საპირისპირო იყოს, რომლის დროსაც ორი მოლეკულა ერთ, უფრო დიდ მოლეკულად ერთიანდება და წყლის მოლეკულას აგდებს. მაშინ როდესაც ჰიდროლიზი წყალს დაყოფისთვის იყენებს, კონდენსაცია წყალსა და სხვა გამხსენელებს იშორებს. ჰიდრირების ზოგიერთი რეაქცია ჰიდროლიზია.
წყლის ელექტროლიზი ზოგჯერ ჰიდროლიზად მოიხსენიება.