ჰრონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰრონი (სლოვაკ. Hron) — მდინარე სლოვაკეთში, მდინარე დუნაის მარცხენა შენაკადი სიგრძე 298 კმ, აუზის ფართობი 5453 კმ². სათავე აქვს დაბალი ტატრების სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 935 მ სიმაღლეზე. ზემო და შუა დინება მოქცეულია დასავლეთი კარპატების ხეობებსა და მთათაშორის ქვაბულებში, ხოლო ქვემო დინება გაშლილია შუა დუნაის დაბლობზე. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზაფხულში. დასაცურებელი მდინარეა. არის ჰიდროელექტროსადგური. მდინარის ნაპირზეა ქალაქები: ბანსკა-ბისტრიცა და ზვოლენი.
სწრაფი ფაქტები ჰრონი Hron, ქვეყანა ...
ჰრონი Hron | |
---|---|
ჰრონი | |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
ქალაქები |
ბანსკა-ბისტრიცა ზვოლენი |
სათავე |
დაბალი ტატრები 48°51′31″ ჩ. გ. 20°12′56″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 935 მ |
შესართავი |
დუნაი 47°49′04″ ჩ. გ. 18°44′30″ ა. გ. |
სიგრძე | 298 კმ |
აუზის ფართობი | 5453 კმ² |
მდინარის სისტემა | დუნაი |
— სათავე, — შესართავი | |
ჰრონი ვიკისაწყობში |
დახურვა