ალექსანდრე ზავაროვი
უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ზავაროვი (უკრ. Олександр Анатолійович Заваров, რუს. Алекса́ндр Анато́льевич Зава́ров; დ. 26 აპრილი, 1961, ლუგანსკი, უკრაინის სსრ) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986). თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ლუგანსკის „ზარიას“, დონის როსტოვის „სკა“-ს, კიევის „დინამოს“, „იუვენტუსის“, „ნანსის“, „სენ-დიზიეს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1981) დონის როსტოვის „სკა“-ს შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის ორგზის (1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1985, 1987), საბჭოთა კავშირის სუპერთასის ორგზის (1986, 1987), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი და უეფა-ს სუპერთასის ფინალისტი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. იტალიის თასისა და უეფა-ს თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. ევროპის 1988 წლის ვიცე-ჩემპიონი, 1986 წლის მექსიკის და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე ანატოლის ძე ზავაროვი | ||
დაბადების თარიღი | 26 აპრილი, 1961 (1961-04-26) (63 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ლუგანსკი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
დინამო კიევი (კლუბის სკაუტი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1968–1977 | ზარია ლუგანსკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1979 | ზარია ლუგანსკი | 23 | (7) |
1980–1982 | სკა დ/როსტოვი | 64 | (13) |
1982–1983 | ზარია ლუგანსკი | 30 | (10) |
1983–1988 | დინამო კიევი | 136 | (36) |
1988–1990 | იუვენტუსი | 60 | (7) |
1990–1995 | ნანსი | 133 | (23) |
1995–1998 | სენ-დიზიე | ? | (17) |
ეროვნული ნაკრები | |||
1985–1990 | საბჭოთა კავშირი | 41 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–2003 | სენ-დიზიე (თ.) | ||
2003–2004 | ვილი | ||
2004 | ჟენისი | ||
2005 | მეტალისტი ხარკოვი [1] | ||
2005 | მოსკოვი (დუბლები) | ||
2006–2010 | არსენალი კიევი | ||
2012 | უკრაინა (თანაშემწე) | ||
2013–2016 | უკრაინა (ასისტენტი) | ||
2018– | დინამო კიევი (სკაუტი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1986 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში და ოთხჯერვე პირველ ნომრად.[5][6][კომ. 1]