ალეშანდრე პატო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალეშანდრე როდრიგეს და სილვა (პორტ. Alexandre Rodrigues da Silva; მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც ალეშანდრე პატო დ. 2 სექტემბერი, 1989, პატუ-ბრანკუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც, ამჟამად თამაშობს ჩინეთის საფეხბურთო კლუბ "ტიანძინ ცუანძიანში". კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს “ინტერნასიონალში” (2001-2007), იტალიურ გრანდ “მილანში” და ინგლისურ კლუბ ჩელსში. მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი, იხვი, მოდის იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა — პატო ბრანკო (ითარგმნება როგორც იხვი). მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა კი მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი შესძინეს — “ახალი რონალდო”.
პატო „მილანის“ შემადგენლობაში, 2010 წელი | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალეშანდრე როდრიგეს და სილვა | ||
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1989 (1989-09-02) (34 წლის) | ||
დაბადების ადგილი | პატუ-ბრანკუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 180 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჩელსი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2006 | ინტერნასიონალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2007 | ინტერნასიონალი | 10 | (6) |
2007–2012 | მილანი | 117 | (51) |
2013– | კორინთიანსი | 30 | (9) |
2014–2015 | სან-პაულო (იჯარით) | 59 | (19) |
2016 | ჩელსი (იჯარით) | 2 | (1) |
2016–2017 | ვილიარეალი | 14 | (2) |
2017–2019 | ტიანძინ ცუანძიანი | 47 | (30) |
2019- | სან-პაულუ | 12 | (5) |
ეროვნული ნაკრები | |||
2007 | ბრაზილია 20 წლ. | 10 | (8) |
2008–2012 | ბრაზილია 23 წლ. | 9 | (3) |
2008–2013 | ბრაზილია | 27 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აგვისტო, 2019 |
2013 წლის 3 იანვარს ალეშანდრე პატომ ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ კორინთიანსთან. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ €15 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს, კორინთიანსიდან პატო იჯარით შეურთდა საფეხბურთო კლუბ "სან-პაულუს", სადაც ჩაატარა 95 მატჩი და გაიტანა 38 გოლი.