ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ (ინგლ. Chelsea Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. გუნდის განკარგულებაშია 41,837 ადგილიანი სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“. „ჩელსი“ ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ასოციაციის თასი 7-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ; ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2011-12, 2020-21), უეფა-ს ევროპა ლიგა 2-ჯერ (2012-2013, 2018-2019) და თასების მფლობელთა თასი 2-ჯერ (1970-71, 1997-98). „ჩელსი“ ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.[3][4]
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ჩელსი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | „პენსიონერები“, „ლურჯები“ | |||
დაარსდა | 10 მარტი, 1905[1] | |||
სტადიონი |
სტემფორდ ბრიჯი ლონდონი, ინგლისი (ტევადობა: 41,841 მაყურებელი[2]) | |||
პრეზიდენტი | ტოდ ბოელი | |||
მწვრთნელი | მაურისიო პოჩეტინო | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2022-23 | მე-12 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დაარსების დღიდან „ჩელსი“ თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე“, რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი“ იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.
„ჩელსის“ ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და შორტები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში.[5] ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის“ ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.[6]