ანდორა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდორა, ოფიციალურად ანდორის სამთავრო (კატალ. Principat d'Andorra) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ითვლება, რომ შეიქმნა კარლოს დიდის მიერ. ანდორას მართავდნენ ურხელის გრაფები 988 წლამდე, როდესაც ის გადაეცა ურხელის რომაულ კათოლიკურ ეპარქიას. ახლანდელი სამთავრო ჩამოყალიბდა 1278 წელს. იგი ცნობილია როგორც სამთავრო, რადგან წარმოადგენს დიარქიას, რომელსაც სათავეში უდგას ორი თავადი: ურხელის ეპისკოპოსი კატალონიაში, ესპანეთში და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ანდორის სამთავრო Principat d'Andorra ანდორა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Virtus Unita Fortior | ||||||
ჰიმნი: El Gran Carlemany, Mon pare |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ანდორა-ლა-ველა 42°30′ ჩ. გ. 1°31′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | კატალანური[1] | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია | |||||
- | თავადი | ემანუელ მაკრონი | ||||
- | თავადი | ჟოან ენრიკ ვივეს სისილია | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ქსავიერ ესპოტ სამორა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 468 კმ2 (193-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.26[2][3] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 78 115[4] | ||||
- | 2006 აღწერა | 85 458 | ||||
- | სიმჭიდროვე | 179,8 კაცი/კმ2 (71-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $4,22 მილიარდი (155-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $44 900 (9) | ||||
აგი | 0.838 (32) | |||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | AND | |||||
Internet TLD | .ad | |||||
სატელეფონო კოდი | 376 |
ანდორა ევროპაში მეექვსე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომლის ფართობი 468 კმ2, ხოლო მოსახლეობა 77,006-ია. ანდორელი ხალხი კატალონიური წარმოშობის რომანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.[5] ფართობით ანდორა მე-16 ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე.[6] მისი დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა, ევროპაში ყველაზე მაღალი დედაქალაქია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,023 მ-ია.[7] ოფიციალური ენა კატალანურია, თუმცა საუბრობენ ასევე ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც.[8][9]
ანდორა ყოველწლიურად 10,2 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.[10] ანდორა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევრო მისი ოფიციალური ვალუტაა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან.[11] 2013 წელს, ანდორას ჰქონდა ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში - 81 წელი.[12]