საფრანგეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთი (ფრანგ. France), ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française) — ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდების ანტილის კუნძულები (სენ-მარტენს). საფრანგეთი გაერთიანებული სამეფოს ევროგვირაბით უკავშირდება, რომელიც გადის ლა-მანშის სრუტის ქვეშ.
საფრანგეთის რესპუბლიკა République française საფრანგეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Liberté, égalité, fraternité“ „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ |
||||||
ჰიმნი: „La Marseillaise“ |
||||||
დიდი ბეჭედი: |
||||||
საფრანგეთის მთელი ტერიტორია
|
||||||
საფრანგეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | პარიზი 48°51′ ჩ. გ. 2°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული [ა] | |||||
ეთნოქორონიმი | ფრანგი | |||||
მთავრობა | უნიტარული ნახევრად საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჟან კასტექსი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | ეროვნული ასამბლეა | ||||
ფორმირება | ||||||
- | საფრანგეთის სამეფო (ვერდენის ხელშეკრულება) |
აგვისტო, 843 | ||||
- | საფრანგეთის რესპუბლიკა (ეროვნული კონვენტი) |
22 სექტემბერი, 1792 | ||||
- | ამჟამინდელი კონსტიტუცია (მეხუთე რესპუბლიკა) |
4 ოქტომბერი, 1958 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 643,801[1] კმ2 (43-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2016 შეფასება | 66,660,000[2] (მე-20) | ||||
- | სიმჭიდროვე | 116 კაცი/კმ2 (89-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $2.337 ტრილიონი[3] (მე-9) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $36 537[3] (23rd) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $2.886 ტრილიონი[3] (მე-5) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $45 123[3] (მე-19) | ||||
ჯინი (2008) | 32.7[4] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.884[5] ძალიან მაღალი · მე-20 |
|||||
ვალუტა | (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 [დ] (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 [ე] (UTC+2) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +33 [ვ] | |||||
ინტერნეტ-დომენი | .fr [ზ] | |||||
ა. | ^ ფრანგული ოფიციალური ენაა მთელი საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. | |||||
ბ. | ^ მტელი საფრანგეთის რესპუბლიკა წყნარი ოკეანის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოკლებით. | |||||
გ. | ^ მხოლოდ საფრანგეთის წყნარი ოკეანის ზღვისიქითა ტერიტორიები. | |||||
დ. | ^ CET მხოლოდ საფრანგეთის ევროპულ ნაწილში გამოიყენება. მთელი საფრანგეთის რესპუბლიკა მოქცეულია რამდენიმე სასაათო სარტყელში დაწყებული UTC-10-დან (საფრანგეთის პოლინეზია) UTC+12-მდე (უოლისი და ფუტუნა). | |||||
ე. | ^ CEST მხოლოდ საფრანგეთის ევროპულ ნაწილში გამოიყენება. ყველა ზღვისიქითა ტერიტორიას არ აქვს ზაფხულის დრო. | |||||
ვ. | ^ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები და გაერთიანებები საფრანგეთის სატელეფონო სისტემის ნაწილია, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი ქვეყნის კოდები: გვადელუპა +590; მარტინიკა +596; საფრანგეთის გვიანა +594, რეიუნიონი და მაიოტა +262; სენ-პიერი და მიკელონი +508. ზღვისიქითა ტერიტორიები რომლებიც არ ეკუთვნის საფრანგეთის სატელეფონო სისტემას; მათი ქვეყნის კოდებია: ახალი კალედონია +687, საფრანგეთის პოლინეზია +689; უოლისი და ფუტუნა +681. | |||||
ზ. | ^ ძირითადი .fr-ს გარდა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტები და ტერიტორიები იყენებენ სხვა დომენებს: .re, .mq, .gp, .tf, .nc, .pf, .wf, .pm, .gf და .yt. საფრანგეთში ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. დომენი .cat გამოიყენება კატალანურად მოლაპარაკე ტერიტორიებზე. |
საფრანგეთი უდიდესი სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში, ხოლო სიდიდით მესამე მთლიანად კონტინენტზე. ის ფლობს მეორე ყველაზე დიდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას. საფრანგეთს აქვს დიდი ძალაუფლება ძლიერი კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ზეგავლენით ევროპასა და მთელს მსოფლიოზე.[6] საფრანგეთის ძირითადი იდეალები აღბეჭდილია, XVIII საუკუნეში მიღებულ, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“. XVI-XX საუკუნეებში საფრანგეთი ფლობდა ყველა დროის სიდიდით მეორე უდიდეს კოლონიურ იმპერიას, რომელიც დავდაპირველად მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ინდოეთში, ხოლო შემდგომ ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ის, ასევე, ფლობდა მადაგასკარს, ინდოჩინეთს, გუანჩჟოუვანსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის მრავალ კუნძულს.
საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა[7] და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით აქვს ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ეკონომიკა.[8] საოჯახო ქონების მონაცემით საფრანგეთი უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში და მეოთხეა მსოფლიოში.[9] მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მას მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოში. საფრანგეთს ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ის ყოველწლიურად 83 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს.[10]
საფრანგეთს გააჩნია მეექვსე უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტი[11] და 29-ე უდიდესი არმია მსოფლიოში. ის ფლობს ბირთვული იარაღის მესამე უდიდეს მარაგს მსოფლიოში[12] და სიდიდით მეორე დიპლომატიურ კორპუსს აშშ-ის შემდეგ.[13] საფრანგეთი არის გაეროს დამფუძნებელი წევრი, ასევე უშიშროების საბჭოს ხუთიდან ერთ-ერთი მუდმივი წევრი და წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, დიდი ოცეული, ნატო, OECD, WTO და ლათინური კავშირი. გარდა ამისა, ის არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი და მოწინავე წევრი, ამასთან ფართობით მისი უდიდესი სახელმწიფო. 2013 წლისთვის საფრანგეთს მეოცე ადგილი ეკავა მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, ხოლო, 2012 წელს, 22-ე – კორუფციის აღქმის ინდექსით.[14]