დიდი რვიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი რვიანი (ინგლ. Group of Eight, G8) — იყო მთავრობათაშორისი პოლიტიკური ფორუმი 1997-2014 წლებში[1]. ის ჩამოყალიბდა G7-ის რეფორმირების შედეგად, როდესაც მასში გაწევრიანებულ იქნა რუსეთი, ხოლო დაუბრუნდა თავის პირვანდელი სახელწოდება 2014 წელს რუსეთის გაძევების შემდეგ[2].
მიმდინარე შემადგენლობის ლიდერები | |
---|---|
|
ფორუმი დაარსდა 1975 წელს, როდესაც ექვსი ქვეყნის (საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების) წარმომადგენელმა, საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში გამართა სამიტი, რამაც ექვსი ქვეყნის სამთავრობო გაერთიანებისთვის წარმოშვა ზედმეტსახელი — „დიდი ექვსიანი“ (G6). 1976 წელს კანადის დამატებით ფორუმმა შეიცვალა სახელი და დაერქვა „დიდი შვიდიანი“ (G7). 1997 წელს ფორუმმა კვლავ შეიცვალა სახელი, როდესაც ჯგუფს რუსეთი დაემატა და დაერქვა „დიდი რვიანი“ (G8). 2014 წლის მარტში რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა ფორუმის წევრობა, ხოლო ფორუმს ძველი სახელი „დიდი შვიდიანი“ (G7) დაუბრუნდა[3][4][5]. 2017 წლის იანვარში რუსეთმა გამოაცხადა G8-დან მუდმივი გასვლის შესახებ[2]. თუმცა, G7-ის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი იქნებოდნენ რუსეთის ჯგუფში დაბრუნებით[6][7][8].
2005 წელს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ წამოიწყო პრაქტიკა, რომ მოიწვიოს განვითარებადი ბაზრის ხუთი წამყვანი ქვეყანა — ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა — მონაწილეობის მისაღებად G8 შეხვედრებში, რომლებიც ცნობილი გახდა როგორც G8+5, ეს ქვეყნები არიან: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს ქვეყნები წინა შეხვედრებზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ.