მაიოტა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიოტა (შიკომორი Maore, ფრანგ. Mayotte) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი 2011 წლიდან, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში არსებულ მოზამბიკის სრუტეში, ჩრდილოეთ მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის მდებარე კომორის კუნძულებზე. დედაქალაქია მამუცუ. მაიოტას ფართობი შეადგენს 374 კმ²-ს, ხოლო მისი მოსახლეობა 2017 წლის აღწერის თანახმად 256 518 ადამიანს[1]. ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა დაყოფილია 17 კომუნად.
მაიოტა Mayotte მაიოტა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: მარსელიეზა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მამუცუ 21°17′ ს. გ. 165°21′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | |||||
- | პრეზიდენტი | ფრანსუა ოლანდი | ||||
- | გენერალური საბჭოს პრეზიდენტი | სუაბაჰადინ იბრაჰიმ რამადანი | ||||
- | პრეფექტი | სეიმურ მორსი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 374 კმ2 (185-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 აღწერა | 256 518 კაცი | ||||
- | სიმჭიდროვე | 685,88 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2003 შეფასებით | |||||
- | სულ | 466,8 მილიონი $ | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 2600 $ | ||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
Internet TLD | .yt | |||||
სატელეფონო კოდი | 262 |
რეგიონი 1976 წლიდან სადავო ტერიტორიაა საფრანგეთსა და კომორის კუნძულების კავშირს შორის, რომლის კონსტიტუციის თანახმადაც მაიოტას აქვს ავტონომიური კუნძულის სტატუსი. გაეროს გენერალური ასამბლეა აღიარებს კომორის კუნძულების კავშირის უფლებებს კუნძულ მაიოტაზე (მაორე).
ზღვისიქითა დეპარტამენტი შედგება მთავარი კუნძულისაგან — მაიოტა (მაორე), პატარა კუნძულებისაგან — პამანზი (ანუ პტი-ტერი) და მზამბორო, ასევე რამდენიმე სხვა მომცრო კუნძულებისაგან. გეოგრაფიულად ეკუთვნის კომორის არქიპელაგს.