კომორის კუნძულების კავშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
კომორის კუნძულები, ოფიციალურად კომორის კუნძულების კავშირი (2002 წლამდე ეწოდებოდა კომორის კუნძულების ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, მადაგასკარის ჩრდილოეთსა და მოზამბიკის ჩრდილოეთს შორის და მოიცავს კომორის კუნძულებს, კუნძულ მაიოტას გამოკლებით, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, თუმცა კავშირი მას საკუთარ ავტონომიურ ერთეულად მოიაზრებს. ფართობი — 1861 კმ² (კუნძულ მაიოტას (376 კმ²) ჩათვლით 2235 კმ²). მოსახლეობა — 724 300 კაცი[1] (2012 წელი) (კუნძულ მაიოტას (212 645 კაცი[2] 2012 წელი) ჩათვლით — 936 900 კაცი). დედაქალაქი — მორონი.
ეს სტატია ქვეყნის შესახებაა. არქიპელაგისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები (მრავალმნიშვნელოვანი) |
კომორის გაერთიანება Union des Comores Udzima wa Komori الإتّحاد القمريّ კომორის კუნძულები |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Unité — Justice — Progrès (ფრანგ. „ერთობა, სამართლიანობა, განვითარება“) |
||||||
ჰიმნი: Udzima wa ya Masiwa |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მორონი 11°41′ ს. გ. 43°16′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | შიკომორი, არაბული, ფრანგული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აზალი ასუმანი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 235 კმ2 (178-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 798 000 კაცი (159-ე) | ||||
- | 2012 აღწერა | 936 900 კაცი | ||||
- | სიმჭიდროვე | 419 კაცი/კმ2 (25-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2004 შეფასებით | |||||
- | სულ | $1.049 მილიარდი (171-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1660 (156-ე) | ||||
აგი (2007) | 0.561 (საშუალო) (134-ე) | |||||
ვალუტა | კომორის ფრანკი (KMF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | COM | |||||
Internet TLD | .km | |||||
სატელეფონო კოდი | 269 |
სახელი მოდის არაბული სიტყვიდან — al-qamar (ალ-ქამარი), რაც ნიშნავს „მთვარეს“. მთვარე სახელმწიფოს დროშაზეცაა გამოსახული.
სახელმწიფო ენებია — კომორული (იგივე შიკომორი, მონათესავეა სუაჰილი ენისა), ფრანგული და არაბული. სახელმწიფო რელიგიაა — ისლამი.