ბერი (საფრანგეთი)
საფრანგეთის ისტორიული პროვინცია (ოლქი) / From Wikipedia, the free encyclopedia
ბერი (ფრანგ. Berry, Berri, ლათ. Bioturica) — ისტორიული ოლქი ცენტრალურ საფრანგეთში, პარიზის აუზსა და საფრანგეთის ცენტრალურ მასივს შორის. ფართობი დაახლ 14 ათ. კმ². მთავარი ქალაქი — ბურჟი. ბერის ტერიტორია შედის ენდრისა და შერის დეპარტამენტების შემადგენლობაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერი (მრავალმნიშვნელოვანი). |