ებრაელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხი. რაოდენობა — 13 428 300, მათ შორის აშშ-ში — დაახლ. 5 275 000, ისრაელში — 5 703 700, რუსეთის ფედერაციაში — 205 000.
- სახელები: თვითწოდება — იეჰუდიმ, იდნ;
- ენა: ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე — ივრითი, იდიში და სხვა.
- მორწმუნეები: ძირითადად იუდეველები. დიასპორაში ისინი გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად.
სწრაფი ფაქტები ებრაელები יהודים, საერთო მოსახლეობა ...
ებრაელები יהודים | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
საერთო მოსახლეობა | |||||||||||||
13,428,300 [1] | |||||||||||||
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |||||||||||||
ისრაელი 5,703,700 [1] | |||||||||||||
აშშ | 5,275,000[1] | ||||||||||||
საფრანგეთი | 483,500[1] | ||||||||||||
კანადა | 375,000[1] | ||||||||||||
გაერთიანებული სამეფო | 292,000[1] | ||||||||||||
რუსეთი | 205,000[1] | ||||||||||||
არგენტინა | 182,300[1] | ||||||||||||
გერმანია | 119,000[1] | ||||||||||||
ავსტრალია | 107,500[1] | ||||||||||||
ბრაზილია | 95,600-150,000[1][2] | ||||||||||||
უკრაინა | 71,500[1] | ||||||||||||
სამხრეთი აფრიკა | 70,800[1] | ||||||||||||
უნგრეთი | 48,600[1] | ||||||||||||
ენები |
| ||||||||||||
რელიგიები | იუდაიზმი |
დახურვა
ებრაელები პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი პალესტინაში მესოპოტამიის ქალაქ ურიდან ჩავიდნენ. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ისინი ურში. ებრაელები, ამ სახელით აღნიშნავდნენ „ხალხს, ევფრატის გაღმა ნაპირიდან“. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღევანდელი პალესტინა) ჩავიდა და აქვე დამკვიდრდა.