ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი (ფრანგ. Élisabeth Marguerite d'Orléans; დ. 26 დეკემბერი, 1646, პარიზი, საფრანგეთი – გ. 17 მარტი, 1696, ვერსალი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც იზაბელ ორლეანელი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელის ქალიშვილი. სანამ გათხოვდებოდა ატარებდა ჯერ ალანსონის, შემდეგ კი უკვე ანჟულემის ჰერცოგინიის წოდებას. 1667 წელს ცოლად გაჰყვა გიზის ჰერცოგ ლუი ჟოზეფს, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი. იგი მამის ხაზით ასევე იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის პირველი თაობის ბიძაშვილი.
სწრაფი ფაქტები ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი, მშობლიური სახელი ...
ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Élisabeth Marguerite d'Orléans |
დაბადების თარიღი |
26 დეკემბერი, 1646 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
17 მარტი, 1696, (49 წლის) ვერსალი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
წოდება | ანჟულემის, ალანსონისა და გიზის ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი ჟოზეფი, გიზის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | ფრანსუა ჟოზეფი, გიზის ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი დედა: მარგარიტა ლოთარინგიელი |
ხელმოწერა |
დახურვა