კათრინ ჰოვარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
კათრინ ჰოვარდი (ინგლ. Catherine Howard; დ. 1523 - გ. 13 თებერვალი 1542) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1540-41 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის მეხუთე ცოლი. 1540 წლის 28 ივლისს ის (როცა 16-17 წლის იყო) დაქორწინდა ჰენრიზე (რომელიც 49 წლის იყო), მაშინ როცა მეფე ახალი გაყრილი იყო თავის მეოთხე ცოლ ანა კლეველთან.
სწრაფი ფაქტები კათრინ ჰოვარდი, მმართ. დასაწყისი: ...
კათრინ ჰოვარდი | |
---|---|
Catherine Howard | |
კათრინ ჰოვარდის მინიატურული პორტრეტი, რომელიც შეასრულა ჰანს ჰოლბიენ უმცროსმა | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 ივლისი 1540 |
მმართ. დასასრული: | 23 ნოემბერი 1541 |
წინამორბედი: | ანა კლეველი |
მემკვიდრე: | კათრინ პარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1523 |
დაბ. ადგილი: | ლემბეთი, ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი 1542 (18-19 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტაუერი, ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: |
13 თებერვალი 1542 ტაუერი, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი VIII, ინგლისის მეფე |
დინასტია: | ჰოვარდები |
მამა: | ლორდი ედმუნდ ჰოვარდი |
დედა: | ჯოის კალპეპერი |
ხელმოწერა: | |
დახურვა
1541 წლის ნოემბერში კათრინი და ჰენრი განქორწინდნენ, რის შემდეგაც ისევე როგორც ჰენრის მეორე ცოლს ენ ბოლეინს, კათრინსაც ბრალი დასდეს ღალატში და გაასამართლეს. სასამართლომ, რომელსაც მეფე მართავდა კათრინს ღალატისთვის ბრალი დასდო და 1542 წლის 13 თებერვალს მას თავი მოჰკვეთეს.