ანა კლეველი (ინგლისი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა კლეველი (გერმ. Anna von Kleve; ინგლ. Anne of Cleves; დ. 22 სექტემბერი 1515 — გ. 16 ივლისი 1557) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1540 წლის 6 იანვრიდან 9 ივლისის ჩათვლით, როგორც ჰენრი VIII-ის მეოთხე მეუღლე. ანას კორონაცია არ ჰქონია, შესაბამისად იგი გვირვინოსანი დედოფალი არასოდეს ყოფილა. ჰენრისთან განქორწინების შემდგომ მას დიდი ქონება და მამულები გადაეცა, მას სიცოცხლის ბოლომდე მოიხსენიებდნენ როგორც ჰენრის საყვარელ ქალს. იგი დაესწრო ედუარდ VI-ის და მერი I-ის კორონაციას, იგი ასევე მოესწრო ჰენრის და მისი ყველა ცოლის გარდაცვალებას. მან სიცოცხლეში სამი რელიგია შეიცვალა - ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი და კათოლიციზმი.
სწრაფი ფაქტები ანა კლეველი, მმართ. დასაწყისი: ...
ანა კლეველი | |
---|---|
Anna von Kleve Anne of Cleves | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 იანვარი 1540 |
მმართ. დასასრული: | 9 ივლისი 1540 |
წინამორბედი: | ჯეინ სეიმური |
მემკვიდრე: | კათრინ ჰოვარდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 სექტემბერი 1515 |
დაბ. ადგილი: | ბერგი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 16 ივლისი 1557 (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჩელსი, ინგლისის სამეფო |
მეუღლე: | ჰენრი VIII ტიუდორი |
დინასტია: | ლა მარკები |
მამა: | იოჰან III, კლევის ჰერცოგი |
დედა: | მარია იულიხ-ბერგელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი, შემდეგ კათოლიციზმი |
დახურვა