კაკა
From Wikipedia, the free encyclopedia
რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე (პორტ. Ricardo Izecson dos Santos Leite; დ. 22 აპრილი, 1982, ბრაზილია, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც კაკა (პორტ. Kaká). სხვადასხვა დროს იცავდა „სან-პაულუს“, „მილანის“, მადრიდის „რეალის“ „ორლანდო სითისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ჩემპიონი (2004) და იტალიის სუპერთასის მფლობელი (2004), ჩემპიონთა ლიგის (2007) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007), უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (2007) „მილანის“ შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონი (2012) და ესპანეთის თასის მფლობელი (2011) მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი (2005, 2009) და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[1]
კაკა 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე | ||
დაბადების თარიღი | 22 აპრილი, 1982 (1982-04-22) (42 წლის) | ||
დაბადების ადგილი | გამა, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1994–2000 | სან-პაულუ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2003 | სან-პაულუ | 59 | (23) |
2003–2009 | მილანი | 193 | (70) |
2009–2013 | რეალ მადრიდი | 85 | (23) |
2013–2014 | მილანი | 30 | (7) |
2014–2017 | ორლანდო სითი | 75 | (24) |
2014 | → სან-პაულუ | 19 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 | ბრაზილია 20 | 5 | (1) |
2002–2016 | ბრაზილია | 92 | (29) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |