ესპანეთის პრიმერა დივიზიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de España) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ესპანური კლუბებისთვის. წარმოადგენს ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ინგლისურენოვან ქვეყნებში მოიხსენიებენ ლა ლიგად. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 20 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 3 ყველაზე დაბალი ქულის მქონე ქვეითდება სეგუნდა დივიზიონში, სეგუნდადან კი პირველი 3 გუნდი პრიმერა დივიზიონში ღზევდება.
ქვეყანა | ესპანეთი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1929 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 20 (1997–98 სეზონიდან) |
ქვეითდება | სეგუნდა დივიზიონი |
საშინაო თასები |
ესპანეთის თასი ესპანეთის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ატლეტიკო მადრიდი“ (11-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „რეალ მადრიდი“ (34-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
2018-19 |
პრიმერა დივიზიონში მისი დაარსებიდან დღემდე სულ 60 კლუბს უთამაშია. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 9 კლუბი. ჩემპიონატს ორი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „რეალ მადრიდის“ (34 ტიტული) და „ბარსელონას“ (25) სახით. სხვადასხვა წლებში ჩემპიონატს ასევე იგებდნენ „ატლეტიკო მადრიდი“ (10), „ატლეტიკ ბილბაო“ (8), „ვალენსია“ (6), „რეალ სოსიედადი“ (2), „დეპორტივო“ (1), „სევილია“ და „რეალ ბეტისი“ (1). მოქმედი ჩემპიონია „ატლეტიკო მადრიდი".
უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, პრიმერა დივიზიონი პირველ ადგილს იკავებს 2012–13 წლების სეზონიდან მოყოლებული[1]. 2015–16 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 28.168[2], რითიც მესამე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის და ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ.