ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასი (ესპ. Supercopa de España) — საფეხბურთო გათამაშება ესპანეთში, სადაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და ესპანეთის თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე ესპანეთის თასის მეორე ფინალისტი დაუპირისპირდება. სუპერთასი თამაშდება 1982 წლიდან.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, რეგიონი ...
დაარსდა | 1982 |
---|---|
რეგიონი | ესპანეთი |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „ბარსელონა“ (14-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ბარსელონა“ (14-ჯერ) |
დახურვა
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 14-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ბარსელონა“.