კოტ-დ’ივუარი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოტ-დ’ივუარი (კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა, ფრანგ. République de Côte d'Ivoire; 1985 წლამდე სპილოს ძვლის ნაპირი) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან მალი და ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთიდან – განა, დასავლეთიდან – ლიბერია და გვინეა, სამხრეთიდან ატლანტის ოკეანის გვინეის ყურე. საფრანგეთის ყოფილი კოლონია.
სწრაფი ფაქტები კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკაფრანგ. République de Côte d'Ivoireკოტ-დ’ივუარი, უდიდესი ქალაქი ...
კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Union, Discipline et travail (ერთობა, დისციპლინა და შრომა) |
||||||
ჰიმნი: L'Abidjanaise |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | იამუსუკრო (დე იურე), აბიჯანი (დე ფაქტო) 41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | აბიჯანი | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ალასან უატარა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ამადუ გონ კულიბალი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 322 463 კმ2 (68-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2021 შეფასებით | 29,389,150[1] (51-ე) | ||||
- | 2014 აღწერა | 22 671 331[2][3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 91.1 კაცი/კმ2 (139-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2022 შეფასებით | |||||
- | სულ | $181.5 მილიარდი [4] (78-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $6,397[4] (138-ე) | ||||
აგი (2021) | 0.550[5] (დაბალი) (159-ე) | |||||
ვალუტა | CFA ფრანკი3 (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | CIV | |||||
Internet TLD | .ci | |||||
სატელეფონო კოდი | 225 |
დახურვა
ქვეყანაში ცხოვრობს 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი. დედაქალაქი — იამუსუკრო (212 ათასი მაცხოვრებელი), ქვეყნის მთავარი ქალაქია — აბიჯანი (ეკონომიკური დედაქალაქი მოსახლეობით დაახლოებით 4,4 მილიონი ადამიანი). ოფიციალური ენაა — ფრანგული, ძირითადი ადგილობრივი ენებია — დიულა, ბაულე, ბეტე. ეროვნული დღესასწაულია — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1960 წლის 7 აგვისტო).