კრიშტიანუ რონალდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2023 წლის 1 იანვრიდან იცავს ერ-რიადის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულია პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18), ერთა ლიგა (2018-19) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რონალდო. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ | ||
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1985 (1985-02-05) (39 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ფუნშალი,მადეირა, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ალ-ნასრი | ||
ნომერი | 7 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2003 | სპორტინგი | 27 | (3) |
2003–2009 | მანჩესტერ იუნაიტედი | 196 | (84) |
2009–2018 | რეალ მადრიდი | 292 | (311) |
2018–2021 | იუვენტუსი | 98 | (81) |
2021–2022 | მანჩესტერ იუნაიტედი | 40 | (19) |
2023– | ალ-ნასრი | 41 | (43) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001–2002 | პორტუგალია 17-წლ. | 7 | (5) |
2003 | პორტუგალია 20-წლ. | 5 | (1) |
2002–2003 | პორტუგალია 21-წლ. | 10 | (3) |
2004 | პორტუგალია 23-წლ. | 3 | (2) |
2003– | პორტუგალია | 205 | (128) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 აპრილი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 24 ნოემბერი, 2023 |
იოჰან კრეიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.