ლიონელ მესი
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი.[9][10] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.[11][12][13][14][15][16][17]
პირადი მონაცემები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი [1] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1987 (1987-06-24) (36 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბადების ადგილი |
როსარიო, სანტა-ფე, არგენტინა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 170 სმ[2][3][4][5][6][7][8] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საკლუბო ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიმდინარე კლუბი | ინტერი მაიამი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნომერი | 10 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ახალგაზრდული კარიერა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1994–2000 | ნიუელს ოლდ ბოისი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2000–2003 | ბარსელონა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა* | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2003–2004 | ბარსელონა C | 10 | (5) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2004–2005 | ბარსელონა B | 22 | (6) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2004–2021 | ბარსელონა | 520 | (474) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2021–2023 | პარი სენ-ჟერმენი | 58 | (22) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2023– | ინტერი მაიამი | 15 | (11) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული ნაკრები‡ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2004–2005 | არგენტინა 20-წლ. | 18 | (14) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2008 | არგენტინა 23-წლ. | 5 | (2) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2005– | არგენტინა | 180 | (106) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023 |
„ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილი. 17 წლის ასაკში უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის შვიდგზის და ესპანეთის სუპერთასის რვაგზის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის ოთხგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასის სამგზის მფლობელი „ბარსელონას“ შემადგენლობაში. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა.
მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.
მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა. ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.