ლუარის ციხესიმაგრეები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუარის ციხე-სიმაგრეები (ფრანგ. châteaux de la Loire) — მდინარე ლუარის ხეობის ციხე-სიმაგრეები („შატოები“) საფრანგეთში, ადმინისტრაციულად მოქცეულია საფრანგეთის ორ რეგიონში: ცენტრის რეგიონსა (ისტორიული პროვინციები ტურენი, ბლეზუა, ორლეანე, ბერი) და ლუარის რეგიონში (ისტორიული პროვინციები ანჟუ).
ლუარის ციხე-სიმაგრეების, არქიტექტურული ნაგებობების უმრავლესობა აგებულია ან მნიშვნელოვნად გადაკეთებულია ფრანგული რენესანსის პერიოდში, მაშინ როდესაც საფრანგეთის მეფეები ცხოვრობდნენ დიდი მდინარის ნაპირებზე, მის შენაკადებსა თუ ახლომდებარე ტერიტორიებზე. (XV—XVI სს.). ტრადიციულად ლუარის ციხე-სიმაგრეები ეწოდება 42 ნაგებობას (თუმცა ინგლისურ ვიკიპედიაში მათი რიცხვი 300-ია).
ყველა აღნიშნული ციხესიმაგრე სიული-სიურ-ლუარიდან (დეპარტ. ლუარე) შალონ-სიურ-ლუარამდე (დეპარტ. მენი და ლუარა) 2000 წელს შეიყვანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ლუარის ციხე-სიმაგრეებიდან ყველაზე მეტად ცნობილია:
- ამბაუზის ციხესიმაგრე
- აზე-ლიო-რიდოს ციხესიმაგრე
- ბლუას ციხესიმაგრე
- შამბორის ციხესიმაგრე
- შატოდანის ციხესიმაგრე
- შევერნის ციხესიმაგრე
- შომონ-სიურ-ლუარის ციხესიმაგრე
- შენონსოს ციხესიმაგრე
- შინონის ციხესიმაგრე
- ლანჟეს ციხესიმაგრე
- ლოშის ციხესიმაგრე
- სომიურის ციხესიმაგრე
- ბალანსეს ციხესიმაგრე
- ვილანდრის ციხესიმაგრე
- მონსოროს ციხესიმაგრე
ამ გრძელ სიას უნდა დაემატოს ერთი ლუარის ხეობის ზემოთში მდებარე ციხესიმაგრე ბასტი-დ'იურფე, რომელსაც სპეციალისტები ციხე-სიმაგრეების ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ.