მიშელ პლატინი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიშელ ფრანსუა პლატინი (ფრანგ. Michel François Platini; დ. 21 ივნისი 1955, ჟეფი, ლოთარინგია, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „ნანსის“, „სენტ-ეტიენის“, „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საფრანგეთის თასის მფლობელი (1978) „ნანსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონი (1981) და საფრანგეთის თასის ორგზის ფინალისტი (1981, 1982) „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1984, 1986) და იტალიის თასის მფლობელი (1983), თასების მფლობელთა თასისა (1984) და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (1984), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1985), ფინალისტი (1983) და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1985) „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1984 წლის ევროპის ჩემპიონი და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიშელ ფრანსუა პლატინი | ||
დაბადების თარიღი | 21 ივნისი, 1955 (1955-06-21) (68 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ჟეფი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1966–1972 | ჟეფი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1972–1979 | ნანსი | 181 | (98) |
1979–1982 | სენტ-ეტიენი | 104 | (58) |
1982–1987 | იუვენტუსი | 147 | (68) |
სულ | 432 | (224) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1987 | საფრანგეთი | 72 | (41) |
1988 | ქუვეითი | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1988–1992 | საფრანგეთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობის არსებობის ისტორიაში. როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი (1983, 1984, 1985). საფრანგეთის ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთადერთია, ვინც სამჯერ შეძლო ამ საპატიო ტიტულისა და პრიზის მოპოვება.[1][2]
France Football-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიშელ პლატინი საფრანგეთის ასწლეულის ფეხბურთელად დასახელდა.[3]