მოკავშირეების შეჭრა ირანში
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკავშირეების შეჭრა ირანში — ბრიტანული და თანამეგობრობის ძალებისა და საბჭოთა კავშირის შეჭრა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც განხორციელდა 1941 წლის 25 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე. ოპერაციის მიზანი იყო ირანული ნავთობის გაკონტროლება და დერეფნის უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირისთვის ლენდ-ლიზის მისაწოდებლად.
მოკავშირეების შეჭრა ირანში | |||||
---|---|---|---|---|---|
II მსოფლიო ომის ახლო აღმოსავლეთის ოპერაციები ნაწილი | |||||
მეექვსე სატანკო დივიზიის ტანკისტები ტაბრიზში მათ მსუბუქ ტანკ T-26-ზე. | |||||
თარიღი | 1941 წლის 25–31 აგვისტო[1] | ||||
მდებარეობა | ირანი | ||||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ირანის სრული ოკუპაცია
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
ეს ქმედება განხორციელდა იმის გამო, რომ ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეთაურების აზრით, არსებობდა საფრთხე, რომ ირანი გერმანიის მოკავშირე გახდებოდა. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ბრიტანულ-ირანული ნავთობკომპანია ფლობდა, გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. საბჭოთა კავშირისთვის კი ირანს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანული არმია საბჭოთა კავშირის სიღრმისკენ მიიწევდა და მხოლოდ რამდენიმე გზა იყო საბჭოელებისთვის ამერიკული ლენდ-ლიზის დახმარების მისაწოდებლად.
მოკავშირეთა ძალები შეიჭრნენ ირანის ტერიტორიაზე, ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლევი და დაამყარეს კონტროლი ირანის რკინიგზასა და ნავთობის საბადოებზე. ამასთან, ბრიტანეთის ძალებმა დაიპყრეს ირანის სამხრეთი, ხოლო საბჭოთა კავშირის ჯარებმა - ჩრდილოეთი ნაწილი.