ვეზერიუბუნგის ოპერაცია ან ნორვეგიის ოპერაცია (გერმ.Weserübung წვრთნა ვეზერზე) – ნაცისტური გერმანიის მიერ დანიასა (გერმ.Weserübung-Süd) და ნორვეგიაზე (გერმ. Weserübung-Nord) თავდასხმის გეგმის კოდური სახელწოდება მეორე მსოფლიო ომში. გერმანელებმა ოპერაცია დაიწყეს 1940 წლის 9 აპრილს, რასაც ნორვეგიისა და დანიის სრული ოკუპაცია მოჰყვა.
სწრაფი ფაქტები ვეზერიუბუნგის ოპერაცია, თარიღი ...
ვეზერიუბუნგის ოპერაცია |
---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი |
|
თარიღი |
9 აპრილი – 10 ივნისი 1940 |
---|
მდებარეობა |
ნორვეგია, დანია |
---|
შედეგი |
გერმანიის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტი |
ოტო რუგე |
|
დანაკარგები |
---|
1300 მოკლული, 2000–ზე მეტი უგზო უკვლოდ დაკარგული, 1600–მდე დაჭრილი |
5000–ზე ნაკლები |
|
ნორვეგიის ოპერაცია ვიკისაწყობში |
დახურვა
1940 წლის 9 აპრილის (ვეზერტაგი - ვეზერის დღე) გარიჟრაჟზე გერმანია თავს დაესხა დანიასა და ნორვეგიას, რაც პრევენციული მანევრი იყო ფრანკო-ბრიტანეთის მიერ დასახული ღია გეგმისა ამ ორი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ. თავდასხმის შემდეგ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა დანიისა და ნორვეგიის მთავრობებს შეატყობინეს, რომ ვერმახტი მოსული იყო ამ ქვეყნების ფრანკ-ბრიტანეთის აგრესიის წინააღმდეგ ნეიტრალიტეტის დასაცავად. ამ ორი ქვეყნის გეოგრაფიას, მდებარეობასა და კლიმატს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო სამხედრო ოპერაციები ამ ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებით წარმოებდა.