ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.
|
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოპერაცია ნეპტუნი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოპერაცია ნეპტუნი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სწრაფი ფაქტები ოპერაცია ნეპტუნი, თარიღი ...
დახურვა
ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო, რომ გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.
ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.