რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 1999
From Wikipedia, the free encyclopedia
1999 წლის ჩემპიონატის გამართვის უფლება რაგბის საერთაშორისო საბჭომ ისევ ხუთი ერის ქვეყნებს მიანიჭა. მთავარი მასპინძელი უელსი იყო, რომელიც უმასპინძლებდა ფინალურ მატჩს კარდიფის ახლად აგებულ „მილენიუმზე“.
ირბ-მ რამდენიმე სიახლე შეიტანა გათამაშების სტრუქტურაში. პირველი ის რომ ოცამდე გაიზარდა ფინალისტთა რიცხვი, მეორე კი ის რომ ამჯერად მხოლოდ ოთხ გუნდს მიანიჭა უფლება შესარჩები ტურნირების გარეშე ეთმაშათ ფინალურ სტადიაზე. ესენი იყვნენ წინა ჩემპიონატის პირველი სამი პრიზიორი (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი) და ტურნირის მთავარი მასპინძელი უელსი.
დანარჩენი 16 ადგილისათვის ბრძოლაში კი ხუთივე კონტინენტის 65 გუნდი ჩაება.