სანტიაგო
From Wikipedia, the free encyclopedia
სანტიაგო (ესპ. Santiago, სანტიაგო დე ჩილე) — ჩილეს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი სანტიაგოს მეტროპოლიტური რეგიონის ცენტრია, რომელიც ჩილეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. მეტროპოლიის მოსახლეობა 7 მილიონს შეადგენს, საიდანაც 6 მილიონი ურბანულ არეალშია დასახლებული. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ზეგანზე, მისი აბსოლუტური სიმაღლე 500-650 მეტრია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სანტიაგო (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სანტიაგო დე ჩილე ესპ. Santiago de Chile | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩილე | ||||
კოორდინატები | 33°26′15″ ს. გ. 70°39′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Irací Hassler | ||||
დაარსდა | 1541 | ||||
ფართობი | 837.89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 521±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 6 257 516 (2017)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 56 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3580000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.gobiernosantiago.cl | ||||
სანტიაგო 1541 წელს ესპანელი კონკისტადორის, პედრო დე ვალდივიას მიერ დაარსდა და დედაქალაქის სტატუსს კოლონიური რეჟიმის პერიოდიდანვე ატარებს. ქალაქში XIX საუკუნის ნეოკლასიკური და ნეოგოთიკური არქიტექტურა გვხვდება. სანტიაგოს თითქმის ყველა წერტილიდანაა ხილული ანდების მთათა სისტემა, რომელიც ზამთრის პერიოდში ძლიერი სმოგის მიზეზია. ქალაქის გარეუბნებს გარს ვენახები აკრავს. სანტიაგო მთებითა და წყნარი ოკეანითაა შემოსაზღვრული.
სანტიაგო ჩილეს კულტურული, პოლიტიკური და ფინანსური ცენტრია. ქალაქში არერთი მულტინაციონალური კორპორაციის სათავო ოფისი მდებარეობს. ჩილეს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება სანტიაგოდან იმართება, თუმცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები ძირითადად ქალაქ ვალპარაისოში იკრიბებიან. სანტიაგოს სახელი ბიბლიური პერსონაჟის, წმინდა ჯეიმის პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი 2023 წლის პანამერიკულ თამაშებს უმასპინძლებს.[2]