საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარადგენს საფრანგეთს რაგბიში. ისინი ყოველწლიურად ეჯიბრებიან ინგლისის, ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს ექვსი ერის ჩემპიონატში. მათ მოგებული აქვთ ჩემპიონატი თექვსმეტჯერ ღიად, ხოლო რვაჯერ - განაწილებულად. ასევე აქვს შესრულებული დიდებული შლემი.
კავშირი | საფრანგეთის რაგბის ფედერაცია | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | სამფეროვნები | ||
ემბლემა | მამალი | ||
მოედანი | სტად დე ფრანსი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | ფაბიენ გალთიე | ||
კაპიტანი | შარლ ოლივონი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ფაბიენ პელუზი (118) | ||
ყველაზე მეტი ქულა | ფრედერიკ მიშალაკი (436) | ||
ყველაზე მეტი ლელო | სერჟ ბლანკო (38) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
საფრანგეთი 8–38 ახალი ზელანდია (01-01-1906) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
საფრანგეთი 99–7 ბრაზილია (07-06-1974) | |||
უარესი დამარცხება | |||
ახალი ზელანდია 61–10 საფრანგეთი (09-06-2007) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 8 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | მეორე ადგილი, 1987, 1999, 2011 |
საფრანგეთი აღიარებულია ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად. 2013 წლის 17 მარტის მონაცემებით, იგი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით. ექვსი ყოფილი ფრანგი მოთამაშე მოხვედრილია საერთაშორისო რაგბის დიდების დარბაზში, აქედან ერთ-ერთი, ფილიპ სელა მოხვედრილია ასევე IRB-ის დიდების დარბაზში. საფრანგეთს ასევე აქვს საუკეთესო გამარჯვების მონაცემები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ნაკრებებს შორის, როდესაც თამაშობდა სატესტო მატჩებს სამი ერის თასის მოწინააღმდეგეებს შორის.
საფრანგეთში რაგბი პირველად გამოჩნდა 1872 წელს, ბრიტანელების მიერ. 1906 წლის ახალი წლის დღეს ეროვნულ ნაკრებმა ითამაშა პირველი სატესტო მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, პარიზში. საფრანგეთის სპორადულად თამაშობდა ბრიტანულ Home Nations-ში, მანამ სანამ შეუერთდებოდა ხუთი ერის ჩემპიონატზე (ახლა ექვსი ერის ჩემპიონატი) 1910 წელს. საფრანგეთმა ასევე მონაწილეობა მიიღო ადრეული ზაფხულის ოლიმპიადების სარაგბო ტურნირებში, რაც დასრულდა ოქროს მედლის მოგებით 1900 წელს და ორი ვერცხლის მედლის მოგებით 1920 და 1924 წლებში. საფრანგეთი ძალიან გაძლიერდა 1950-იან და 1960-იან წლებში. პირველი ხუთის ერის თასიც ამ პერიოდში, 1959 წელს, წმინდად მოიგეს. 1968 წელს მოიგებს პირველი დიდებული შლემი. 1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, საფრანგეთს ყველა საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახული აქვს. მათ მიაღწიეს ფინალამდე ორჯერ. 1987 წელს წააგეს All Blacks-თან[1], ხოლო 1999 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან. საფრანგეთი გამოვიდა 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც, მსგავსად 2003 წლის ჩემპიონატისა, ნახევარფინალში დამარცხდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან.
საფრანგეთი ტრადიციულად თამაშობს ლურჯ მაისურებში თეთრი შორტებითა და წითელი გეტრებით და მას უბრალოდ მიმართავენ, როგორც les tricolores ან les bleus. საფრანგეთის ნაკრების ემბლემა არის ოქროს მამალი წითელი ბიბილოთი და ფონით. მათი სათადარიგო ფორმა შეთხზულია თეთრი მაისურით, ლურჯი შორტებითა და ამავე ფერის წინდებით. საერთაშორისო მატჩები ტარდება ქვეყნის სხვადასხვა არენებზე: პარიზის სიახლოვეს, სენ-დენიში მდებარე სტად დე ფრანსი გამოყენებულია ექვსი ერის ჩემპიონატის მატჩების ჩასატარებლად; ასევე ატარებენ მატჩებს ველოდრომზე, მარსელში, რაც ნაკრებისთვის მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება. ამ სტადიონზე მათ მხოლოდ ორი წაგება აქვთ: 2004 წელს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან, ხოლო 2009 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან.