საჭადრაკო ოლიმპიადა 1992
From Wikipedia, the free encyclopedia
7 - 25 ივნისი 1992 მანილა, ფილიპინები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1992}} |
სსრ კავშირის და იუგოლავიის დაშლამ ორი ძლიერი გუნდის ნაცვლად რამდენიმე ძლიერი გუნდი გააჩინა. განსაკუთრებით ეს ითქმის სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკების (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და სხვა) მიმართ. ეს დაამტკიცა ტურნირის შედეგებმაც. პირველ თორმეტეულში ექვსი ყოფილი საბჭოთა და ორი იუგოსლავიური რესპუბლიკის ნაკრები მოხვდა (სერბებს გაეროს გადაწყვეტილებით ყველა შეჯიბრებაში აკრძლული ჰქონდათ თამაში).
რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ და ტურნირის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ ლიდერობა. კასპაროვმა და კომპანიამ საბოლოოდ ოთხქულიანი უპირატესობით მოიგეს ტურნირი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა საპრიზო ადგილებისათვის. ქართველებმა 4-0-ით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად დამარცხდნენ ბელგიელებთან (1,5-2,5). შემდეგ ქართველებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეცხრე ტურის წინ სუფთა მეორე ადგილზე იყვნენ. მეცხრე ტურში ჩვენების მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო. გია გიორგაძე დამარცხდა კრამნიკთან და მატჩიც რუსების გამარჯვებით დამთვრდა. ამან ეტყობა ცუდად იმოქმედა ქართველებზე და მომდევნო ტურში კიდევ უფრო მტკივნეული (და მოულოდნელი) მარცხი განიცადა უზბეკებთან (1-3). მართლია ქართველებმა ძალები მოიკრიბეს და მეთერთმეტე ტურში ქვა ქვაზე არ დატოვეს ფრანგებისაგან (3,5-0,5), მაგრამ ბოლოსწინა ტურში კვლავ სერიოზული მარცხი სომხებთან (1-3) და მედლებისათვის ბრძოლას ქართველები გამოეთიშნენ.
ბოლო ტურის წინ სომხებს 32,5 ქულა ჰქონდათ, უზბეკებს -32, ამერიკელებს, ხორვატებს და ისრაელის გუნდს - 31,5. უზბეკები ბოლო ტურში სწორედ ამ უკანასკნელებს შეხვდნენ, 3-1 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. სომხებმა ვერ მოუგეს ლატვიელებს (ფრე 2-2) და მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ. ქართველებმა ბოლო ტურში ბოსნიელები დაამარცხეს და მერვე ადგილზე დარჩნენ.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოჭადრაკეების უმეტესობა პირველად თამაშობდა ოლიმპიადაზე, თან დამოუკიდებლად თავიანთი ქვეყნის სახელით. ამიტომ მათ აშარად უჭირდათ სატურნირო სტრატეგიის შემუშავება და შემდეგ მისი დაცვა. ამიტომაც იყო ამ გუნდების თამაშში გარკვეული ჩავარდნები (ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინელებს და ქართველებს). საოლიმპიადო პრაქტიკის და გამოცდილების მიღების შემთხვევაში კი ამ გუნდების საერთო პოტენციალი აშკარად მეტის მიღწევის საშუალებას მისცემდა მათ.