ტაიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაიტი (ფრანგ. Tahiti) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარე საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში (Îles de la Société). ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. მოსახლეობა შეადგენს 178 133 ადამიანს (2007), აქ თავს იყრის მთლიანად საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის 68,6 %. ერთადერთი ოფიციალური ენაა ფრანგული, თუმცა ადგილობრივ, ტაიტურ ენაზე მოსაუბრეც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ფრანგ. Tahiti, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ფრანგ. Tahiti | |
---|---|
ტაიტის სანაპირო | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 17°25′00″ ს. გ. 149°27′00″ დ. გ. |
მთავარი კუნძული | ტაიტი |
ფართობი | 1045 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
2241 მ ოროენა |
საფრანგეთი | |
უდიდესი ქალაქი | პაპეეტე (მოს. 131 695) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 178 133 (2007) |
სიმჭიდროვე | 170 ად. /კმ² |
დახურვა
კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს დედაქალაქი პაპეეტე. აქაა ერთადერთი აეროპორტი მთელს რეგიონში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ით მოშორებით.