ტოუტონის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოუტონის ბრძოლა (ინგლ. Battle of Towton) — ვარდების ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა, გაიმართა 1461 წლის 29 მარტს, ბზობას, იორკის მახლობლად.
სწრაფი ფაქტები ტოუტონის ბრძოლა, თარიღი ...
ტოუტონის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ვარდების ომის ნაწილი | |||
ტოუტონის ბრძოლა, რიჩარდ ვუდვილის (1856–1927) ნახატი | |||
თარიღი | 29 მარტი, 1461 | ||
მდებარეობა | ტოუტონი, იორკის მახლობლად | ||
შედეგი | იორკების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტოუტონის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
ორივე მხრიდან დანაკარგმა მიაღწია 28 000-ს, რაც მაშინდელი ინგლისის დაახლოებით 1 % იყო. თვლიან, რომ ლანკასტერების მხარეზე იბრძოდა 42 000 ჯარისკაცი, ხოლო იორკების მხარეს - 36 000 ჯარისკაცი, მათ შორის 28 ლორდი. იორკების არმიას ხელმძღვანელობდა იორკის გრაფი ედუარდი, რომელსაც უკვე ინგლისის მეფედ გამოეცხადებინა თავი. ბრძოლა გაგრძელდა მთელი დღე და გამარჯვება იორკების მხარეს გადაიხარა მას შემდეგ, რაც ნორფოლკის ჰერცოგ, ჯონ დე მოუბრეის დამხმარე ძალამ ლანკასტერების მარცხენა ფლანგს დარტყმა მიაყენა. ბრძოლის შემდეგ 1461 წლის 28 ივნისს მოხდა ედუარდ IV-ის კორონაცია.