ლანკასტერები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლანკასტერები (ინგლ. House of Lancaster) — ინგლისის სამეფო დინასტია (1399-1461 წწ.). პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. მონაწილე მხარე ვარდების ომში, იორკების დინასტიის წინააღმდეგ. მათი სიმბოლო იყო წითელი ვარდი.
სწრაფი ფაქტები ინგლისის ისტორია ...
ინგლისის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
წინაისტორიული ბრიტანეთი | |
რომანული ბრიტანეთი | |
ანგლო-საქსური ინგლისი | |
ანგლო-ნორმანული ინგლისი | |
პლანტაგენეტები | |
ლანკასტერები | |
იორკები | |
ტიუდორები | |
სტიუარტები | |
პროტექტორატი | |
სტიუარტები რესტავრაცია | |
დიდი რევოლუცია | |
დიდი ბრიტანეთის სამეფო | |
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო | |
გაერთიანებული სამეფო | |
დახურვა
დასაბამი მისცა ედუარდ III-ის მეოთხე ძემ ლანკასტერის ჰერცოგმა ჯონ გონტმა. მისი ვაჟი ჰენრი IV (პირველი ლანკასტერი) გამეფდა ჩრდილოეთ ინგლისში დიდ ფეოდალთა ამბოხის შედეგად (ტახტიდან ჩამოაგდო რიჩარდ II). ჰენრი V-მ (მეფობდა 1413-1422 წწ.) განაახლა ასწლიანი ომი და დაიკავა საფრანგეთი. უკანასკნელი ლანკასტერის, გონებასუსტი ჰენრი VI-ის მეფობაში (1422-1461 წწ.) ინგლისმა დაკარგა თითქმის ყველა სამფლობელო საფრანგეთში (გარდა კალესი).
ლანკასტერებსა და იორკებს შორის შინაომების შედეგად 1461 წელს ინგლისის ტახტი გადავიდა ედუარდ IV იორკის ხელში.