ქარიმ ბენზემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქარიმ მუსტაფა ბენზემა (ფრანგ. Karim Mostafa Benzema; დ. 19 დეკემბერი, 1987, ლიონი, საფრანგეთი) — ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, საუდური კლუბის „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელი. თავისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო მას ასევე შეუძლია ფლანგზე თამაშიც. ის არის ფიზიკურად ძლიერი და აქვს გოლის გატანის ალღო.[3].
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ქარიმ მუსტაფა ბენზემა[1] | ||
დაბადების თარიღი | 19 ნოემბერი, 1987 (1987-11-19) (36 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ლიონი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ალ-იტიჰადი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996-2005 | ლიონი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004–2006 | ლიონი B | 20 | (15) |
2004–2009 | ლიონი | 112 | (43) |
2009–2023 | რეალ მადრიდი | 21 | (238) |
2023- | ალ-იტიჰადი | 21 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004 | საფრანგეთი 17-წლ. | 4 | (1) |
2004–2005 | საფრანგეთი 18-წლ. | 17 | (4) |
2005–2006 | საფრანგეთი 19-წლ. | 9 | (5) |
2006–2007 | საფრანგეთი 21-წლ. | 5 | (0) |
2007–2022 | საფრანგეთი | 97 | (37) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 აპრილი, 2024 |
ბენზემა დაიბადა ქალაქ ლიონში და თავისი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ ბრონ ტერაილონში დაიწყო. 1996 წელს კი ქალაქის მეორე და უფრო ძლიერ კლუბს, ლიონის „ოლიმპიკს“ შეუერთდა. მან დიდი დრო გაატარა „ოლიმპიკის“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. ბენზემას დებიუტი პირველ გუნდში 2004-2005 წლის სეზონში შედგა და ამ სეზონშივე „ლიონმა“ 3 ტიტული მოიგო. 2007-2008 წლის სეზონში ბენზემა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა, მან სეზონში 30 გოლი გაიტანა და კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმარა. ამავე სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო და საფრანგეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბენზემა იყო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მან აიღო ბრავოს ჯილდო. 2009 წლის ივლისში ბენზემამ ხელი მოაწერა 6 წლიან კონტრაქტს ესპანურ „რეალ მადრიდთან“. პირველი სეზონი ბენზემასათვის ახალ კლუბში წარუმატებელი გამოდგა, მან ვერ მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება. მეორე სეზონში კი ბენზემა ძირითადის ფეხბურთელი გახდა, გაიტანა 32 გოლი და კლუბს დაეხმარა კოპა დელ რეის მოგებაში. 2011 და 2012 წელს ის ზედიზედ ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი[4].
ბენზემა 2007–2022 წლებში საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. მან პირველიად 17 წლამდელთა მაისურით ითამაშა. 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა 17 წლამდელთა შორის. ეროვნულ ნაკრებში მან პირველი შეხვედრა 2007 წელს ჩაატარა ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, მარტში. თავის სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო გოლიც გაიტანა და მისმა გუნდმა 1-0 იმარჯვა.