შარლ დე გოლი
საფრანგეთის პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ დე გოლი (ფრანგ. Charles André Joseph Marie de Gaulle; დ. 22 ნოემბერი, 1890 — გ. 9 ნოემბერი, 1970) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გენერალი დე გოლი“.
შარლ დე გოლი | |
---|---|
Charles André Joseph Pierre Marie de Gaulle | |
შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომისას | |
საფრანგეთი პრეზიდენტი | |
მმართ. წლები: | 1959 — 1969 |
მმართ. დასაწყისი: | 8 იანვარი, 1959 წელი |
მმართ. დასასრული: | 28 აპრილი, 1969 წელი |
პრემიერ-მინისტრი: |
|
წინამორბედი: | რენე კოტი |
მემკვიდრე: | ჟორჟ პომპიდუ |
საფრანგეთი მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი | |
მმართ. წლები: | 1958 — 1959 |
მმართ. დასაწყისი: | 1 ივნისი, 1958 წელი |
მმართ. დასასრული: | 8 იანვარი, 1959 წელი |
პრეზიდენტი: | რენე კოტი |
წინამორბედი: | პიერ პფლიმლინი |
მემკვიდრე: | მიქელ დებრე |
საფრანგეთი თავდაცვის მინისტრი | |
მმართ. წლები: | 1958 — 1959 |
მმართ. დასაწყისი: | 12 ივნისი, 1958 წელი |
მმართ. დასასრული: | 8 იანვარი, 1959 წელი |
პრეზიდენტი: | რენე კოტი |
წინამორბედი: | პიერ დე ჩევიგნი |
მემკვიდრე: | პიერ გუილამუატი |
სხვა წოდებები: | ბრიგადის გენერალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1890 |
დაბ. ადგილი: | ლილი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 9 ნოემბერი, 1970 (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოლობე ლე დოს ეგლის, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | კოლობე ლე დოს ეგლის, საფრანგეთი |
სრული სახელი: | Charles André Joseph Pierre Marie de Gaulle |
ხელმოწერა: | |
სამხედრო კარიერა | |
ეროვნება: | ფრანგი |
კუთვნილება: |
|
ჯარის სახეობა: |
|
მოღვაწეობა: | 1912 — 1944 |
წოდება: | ბრიგადის გენერალი |
მეთაურობდა: | |
ბრძოლები/ომები: |
|
მეორე მსოფლიო ომამდე მან სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური 1944-1946 წლებში. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.