Air New Zealand
From Wikipedia, the free encyclopedia
Air New Zealand (ქართ. აირ ნიუ ზელანდი) — ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაკომპანია და დროშის გადამზიდი, რომელიც დაფუძნდა ოკლენდში. დღეისათვის ავიაკომპანია ახორციელებს 25 ადგილობრივ და 26 საერთაშორისო ფრენებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანეთის მასშტაბით.[1] 1999 წლიდან Air New Zealand არის ვარსკვლავური ალიანსის (Star Alliance) წევრი.[1]
Air New Zealand | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
დაარსდა |
26 აპრილი, 1940 (როგორც TEAL-ი) | |||
დევიზი | შუახმელეთის ავიაკომპანია | |||
ძირითადი დანიშნულების პუნქტები |
ლოს-ანჯელესის აეროპორტი მელბურნის აეროპორტი სიდნეის აეროპორტი | |||
ალიანსი | ვარსკვლავური ალიანსი | |||
შტაბ-ბინა | ოკლენდ სითი, ა.ზ. | |||
მმართველი |
კრისტოფერ ლუქსონი (აღმასრულებელი ხელმძღვანელი) ნორმ ტომფსონი (აღმას. ხელმძღვანელის მოადგილე) | |||
პერსონალი | 11 000 (აპრილი, 2014) | |||
საიტი: AirNewZealand.Com |
1940 წელს Air New Zealand ოფიციალურად დაარსდა, როგორც Tasman Empire Airways Limited (TEAL; თიალი). TEAL იყო კომპანია, რომელიც იყენებდა მფრინავ ნავებს და ასრულებდა ტრანს-ტასმანურ ფრენებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის. 1965 წლიდან ახალი ზელანდიის მთავრობა TEAL-ის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, რის შემდეგაც კომპანიას სახელი შეეცვალა და დაერქვა Air New Zealand. 1978 წლამდე კომპანია მეტწილად ორიენტირებული იყო და ასრულებდა საერთაშორისო ფრენებს, თუმცა 1978 წლიდან მთავრობამ Air New Zealand სხვა შიდა ფრენებზე ორიენტირებულ ახალ ზელანდიურ ავიაკომპანიასთან New Zealand National Airways Corporation-თან (NAC; ნაკი) გააერთიანა. Air New Zealand ფართოდ იქნა პრივატიზებული 1989 წელს, თუმცა 2001 წელს ავსტრალიის გადამზიდ ავიაკომპანია Ansett Australia-სთან დაკავშირების მცდელობის კრახით დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მთავრობის საკუთრებაში დაბრუნდა (გაერთიანების კრახით დასრულების მიზეზი 2001 წლისთვის ფინანსური პრობლემები და წარუმატებელი ოპერაციები იყო). 2008 წლისთვის Air New Zealand-ის თვითმფრინავებს წელიწადში 11.7 მილიონი მგზავრი გადაყჰავდათ.[1]
დღეისათვის Air New Zealand ასრულებს ხანგრძლივ საერთაშორისო ფრენებს, როგორც შორ ისე მცირე მანზილებზე. კომპანიის პლოტში მეტწილად შედის ბოინგ 777-ის სხვადასხვა ვარიანტები, ასევე ბოინგ 767-300 და ბოინგ 787-9 დრიმლაინერის ვერსიის ავიალაინერებს. კომპანია ასევე იყენებს აირბუს A320 ტიპის საჰაერო ხომალდებს, თუმცა ისინი უმეტესად მცირე მანძილის საერთაშორისო ფრენებს ასრულებენ (იგულისმება ავსტრალია და წყნარი ოკეანის კუნძულები), ხოლო მცირე მანძილის შიდა ფრენებისთვის კომპანია ბოინგ 737-300 ტიპის ავიალაინერებს და ტურბხრახნიანი ძრავის მქონე თვითმრინავებს იყენებს. Air New Zealand-ის რეგიონალური შვილობილი კომპანიები არიან Air Nelson, Eagle Airways და Mount Cook Airline. 2010 და 2012 წლებში კი Air Transport World-მა Air New Zealand წლის ავიაკომპანიის საერთაშორისო ტიტულით დააჯილდოვა.[2][3]