Bleach (ალბომი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Bleach — ჯგუფ ნირვანას სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1989 წლის 15 ივნისს, ჯეკ ენდინოს პროდიუსერობით.
სწრაფი ფაქტები Bleach, სტუდიური ალბომი — ნირვანა ...
Bleach | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 ივნისი 1989 | |||
ჩაიწერა | 1988-1989 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 42:37 | |||
ლეიბლი | Sub Pop | |||
პროდიუსერი | ჯეკ ენდინო | |||
ნირვანა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Bleach | ||||
|
დახურვა
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
About.com | [2] |
Allmusic | |
The A.V. Club | A-[3] |
BBC Music | (კეთილგანწყობილი)[4] |
Drowned In Sound | [5] |
Kerrang! | [6] |
NME | |
Pitchfork Media | (8.5/10)[7] |
Rolling Stone |
დახურვა
ალბომი ჩაწერილი იქნა ლეიბლის Sub Pop სტუდიაში სულ 606 დოლარად და 15 ცენტად. ეს თანხა გაიღო ჯეისონ ევერმენმა - მუსიკოსების ნაცნობმა. ამის შემდეგ მას უფლებას აძლევდნენ კონცერტებზე ხოლმე მეორე გიტარაზე დაეკრა. მაგრამ მან მალე დატოვა ჯგუფი - კურტ კობეინთან უთანხმოებების გამო.
გამოსვლისთანავე ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა სტუდენტურ რადიოსადგურებზე. იგი მთლიანად 35.000 ასლის ოდენობით გაიყიდა, რაც უცნაური იყო ჯგუფისთვის, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა. ძირითადად ალბომი გრანჟის სტილისტიკას ატარებს და ითვლება ამ მუსიკალური მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად.