DC Comics
From Wikipedia, the free encyclopedia
DC Comics, Inc. (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — ამერიკული კომიქსების გამომცემლობა. იგი არის DC Entertainment-ის[1][2], Warner Bros. Entertainment, Inc.-ის ფილიალის საგამომცემლო განყოფილება და Time Warner-ის ფილიალი. DC Comics არის ამერიკის ერთ-ერთი ძველი კომიქსების გამომცემლობა. მის ცნობილ პერსონაჟებს შორის არიან სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. კომიქსების დიდი ნაწილის მოქმედება მიმდინარეობს DC-ის სამყაროში.
ტიპი | კომპანია Warner Bros. Entertainment-ის დამატებითი განყოფილება |
---|---|
დაფუძნდა | 1934; 90 წლის წინ (1934) (როგორც National Allied Publications) |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი |
პროდუქცია | კომიქსების გამომცემლობა |
პარტნიორი | Time Warner |
ინიციალი „DC“ შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული „დეტექტიური კომიქსების“ მიხედვით (Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა. DC Comics-ების სათაო ოფისი მდებარეობდა 1700 ბროდვეიზე, მანჰეტენზე, თუმცა 2015 წელს გადავიდა კალიფორნიაში, ქალაქ ბერბენკში[3].
DC Comics, მთავარ მეტოქე Marvel Comics-თან ერთად, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს შეადგენს[4].