Fairchild Semiconductor
From Wikipedia, the free encyclopedia
Fairchild Semiconductor International, Inc. — ნახევრად გამტარების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც იქცა პიონერად ტრანზისტორების და ინტეგრირებული მიკროსქემების წარმოებაში. დაარსდა 1957 წლის 1 ოქტომბერს, როგორც Fairchild Camera and Instrument-ის დივიზია, ქალაქ სან-ხოსეში, კალიფორნიაში.
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი |
ნახევრად გამტარები გამოთვლითი ქსელი |
დაფუძნდა | 1 ოქტომბერი, 1957; 66 წლის წინ (1957-10-01) |
დამაარსებელი |
შერმან ფეირიჩაილდი ართურ როკი |
სათავო ოფისი | სანივეილი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
მარკ ტომპსონი[1] მარკ ს. ფრეი[1] |
შემოსავალი | 1.370 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2] |
საწარმოო შემოსავალი | 6.30 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2] |
სუფთა მოგება | 15.1 აშშ მილიონი დოლარი (2015) [2] |
მფლობელი | ON Semiconductor |
თანამშრომელი | 9000 |
საიტი | fairchildsemi.com |
1959 წელს კომპანიის 8 დამფძუნებლიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, რობერტ ნოისმა შექმნა პირველი ინტეგრირებული მიკროსქემა.[3] ამ შემთხვევამდე ნახევარი წლით ადრე, ჯეკ კილბიმ, Texas Instruments-დან შეიმუშავა გერმანიუმის ინტეგრირებული სქემა. თუმცა ნოისის მოდელი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა მასიური წარმოებისთვის. სწორედ ის გამოიყენება თანამდეროვე ჩიპებში.[4]
1960-იან წლებში კომპანია გახდა ერთ-ერთი წამყვანი ოპერაციული გამაძლიერებლების და სხვა ანალოგური ინტეგრალური სქემების წარმოებაში. მაგრამ, ამავე დროს, Fairchild Camera and Instrument-ის ახალმა განყოფილებამ დაიწყო Fairchild Semiconductor-ის მოქმედებების თავისუფლების შეზღუდვა, რამაც გამოიწვია შიდა კონფლიქტი.[5] შედეგად, „რვიანის“ წევრები და სხვა გამოცდილი თანამშრომლები წავიდნენ Fairchild-დან და დააარსეს საკუთარი კომაპანიები. 1968 წელს რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა თავი გაითავისუფლეს და დააარსეს Intel. ამ დროისთვის Fairchild-ში რჩებოდა მცირე რაოდენობით გამოცდილი მეცნიერი და ინჟინერი.
1975 წელს კომპანიამ გამოსცა 8 ბიტიანი პროცესორი Fairchild F8,[6][7] თუმცა მას არ მოჰყოლია რაიმე სახის კომერციული წარმატება. აღნიშნული პროცესორი გამოიყენეს Fairchild-ის მიერ შექმნილ სათამაშო კონსოლ Video Entertainment System-ში (VES), რომელსაც მოგვიანებით გადაერქვა სახელი Channel F-ით. ეს იყო პირველი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა მიკროპროცესორს და ცვლად სათამაშო კარტრიჯს. თავდაპირველად სისტემამ მიაღწია წარმატებას, მაგრამ Atari 2600-ის გამოცემის შემდეგ, კონკურენცია ვერ გაუწია[8] და მისი წარმოება შეწყდა.
1979 წელს Fairchild შეიძინა Schlumberger-მა, ხოლო 1987 წელს მიყიდა National Semiconductor-ს,[9]. მაგრამ 1997 წელს ის გამოეყო ამ უკანასკნელს და იქცა დამოუკიდებელ კომპანიად, შტაბ-ბინით მენში. 1999 წელს მისი აქციები მოექცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.[10] 2016 წლის სექტემბერში ის შეისყიდა ON Semiconductor-მა 2.4 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.