Homo Naledi — გადაშენებული ჰომინიდების ერთ-ერთ სახეობა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ დინალედი ჩამბერში, „ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულში“ აღმოაჩინეს. მოცემულ გამოქვაბულში არ შეინიშნება არავითარი კვალი სხვა ცხოველების არსებობისა, და არც აქ არსებული განამარხებული სახეობები არ ატარებენ რაიმე ტიპის დაზიანებებს, რომლებიც მტაცებელთან გამოქვაბულის დასაკავებლად გამართული ბრძოლის დრო შეიძლებოდა მიეღოთ. სულ 1550-მდე ეგზემპლიარი აღმოჩნინეს[1]. ნამარხებზე დაკვირვებით დგინდება, რომ ისინი ჩამბერში სრულაიდ ჯანმრთელები ჩამოვიდნენ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს გახრწნა. მათი განამარხებული ჩონჩხი მეცნიერებმა ბიოლოგიური ნალექებით მდიდარი რბილი თიხის ფენიდან ამოიღეს, რომელიც ჩემბერში დროთა განმავლობაში გროვდებოდა. ამ სახეობისათვის დამახასიათებელია სხეულის მცირე ზომის მქონე ადამიანთა პოპულაციების მსგავსი სხეულის წონა და სიმაღლე, მაგრამ შიდა ქალის მცირე ტევადობით იგი ავსტრალოპითეკის მსგავსია. იგი უმეტესწილად ადრეული ჰომინიდებისათვის, ჰომო ერექტუსისთვის, ჰომო ჰაბილისისა და ჰომო რუდოლფენსისთვის, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მატარებელია, მაგრამ გამოირჩევა იმითაც, რომ მას გააჩნია ხელისა და მაჯის ისეთი მანიპულატორული ადამპტაციები, როგორიც დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის. გამოკვლევების შედეგად დადგინდა კიდევ ერთი თანხვედრა თანამედროვე ადამიანის აგებულებასთან, რაც მოიცავს ტერფისა და ქვედა კიდურების მსგავსებას. ეს ადამიანური ნიშნები კონტრასტს ქმნის პრიმიტიულ ან უფრო მეტად ავსტრალიოპიტეკურ ტორსთან, მხრებთან, მენჯთან და პროქსიმალურ ბარძაყთან. იქიდან გამომდინარე,რომ წარმოდგენილია სულ მცირე 15 ინდივიდი, ჩონჩხის მრავალი ელემენტის მსგავსებით, ჰომო ნალედი იქცა ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად აფრიკის ტერიტორიაზე. ჩემბერში პირველი აღმოჩენები 2013 წელს განხორციელდა, რომელიც იძლეოდა მრავალი ინდივიდის შემადგენელ ნაწილებს,რომლებიც ჯერ კიდევ გამოკვლევის პროცესშია.[2]
სწრაფი ფაქტები ჰომო ნალედი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჰომო ნალედი |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Homo naledi |
აღოჩენის არეალი, გაუტენგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. |
---|
|
|
დახურვა