Nevermind
ნირვანას ალბომი / From Wikipedia, the free encyclopedia
Nevermind — ჯგუფ ნირვანას მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1991 წლის 24 სექტემბერს, ბუტჩ ვიგის პროდიუსერობით. Nevermind იყო ლეიბლზე Geffen Records გამოცემული ჯგუფის პირველი დისკი. კურტ კობეინმა ალბომის მუსიკალური მხარე ააგო ჯგუფის Pixies გავლენით.
Nevermind | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 24 სექტემბერი, 1991 | |||
ჩაიწერა | 1990/მაისი-ივნისი 1991 | |||
ჟანრი | გრანჟი | |||
ხანგრძლივობა | 42:36 | |||
ლეიბლი | DGC | |||
პროდიუსერი | ბუტჩ ვიგი | |||
ნირვანა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Nevermind | ||||
|
მიუხედავად მცირე იმედისა, კომერციულად ალბომი ნამდვილ სიურპრიზად იქცა. უშუალოდ ეს განაპირობა სინგლის Smells Like Teen Spirit წარმატებამ. 1992 წლის იანვრისათვის ბილბორდის ჩარტის სათავეში მან ჩაანაცვლა მაიკლ ჯექსონის დისკი Dangerous. აშშ-ში ალბომს მიენიჭა 10 გზის პლატინა (10 მილიონი გაყიდული ასლი). დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 30 მილიონი ასლი.[2][3]
Nevermind იქცა ალტერნატიული როკის დიდ სცენაზე გასვლის მთავარ მიზეზად. კრიტიკოსები მას დღემდე აფასებენ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო როკ-ფირფიტას.